თამბაქო -ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებული ძაღლყურძენისებურთა სახეობაა, რომელიც 60-ზე მეტია. არსებობს 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო და წეკო. დეკორატიულ მებაღობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს.
თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდია 135-170 დღე. იგი სითბოსმოყვარული (თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27-28 °C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვიტარებისათვის 24-28 °C) და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის).
თამბაქოს სამშობლოა სამხრეთი ამერიკა.
ამერიკიდან შემოიტანეს XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
თამბაქოს მოხმარება მილიონობით ადამიანის სიკვდილს
იწვევს; თუ სათანადო ზომები არ გატარდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვმა შესაძლებელია 8
მილიონს მიაღწიოს; განსაკუთრებით საშიშია თამბაქოს მოხმარება ბავშვებში. მათში საკმაოდ
მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული
(სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს
მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს. სახლში მშობლების მწეველობა,
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ეს ზემოქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს ჩვილ ბავშვებს უქმნის, რადგან ისინი მშობლებთან
დიდ დროს ატარებენ. მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები
მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო
(და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების,
ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას. თამბაქოს აქტიური მოხმარება
ბავშვებსა და ახალგაზდებში იწვევს ხშირ ხველას, სასუნთქი სისტემის არასრულყოფილ განვითარებას,
ფილტვების ფუნქციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის
განვითარებას, კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს. მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა
დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს
მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით
გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების
შედეგად იღუპება. მიმართვა მშობლებს: ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ
თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე.
შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.
მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში
მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი
ადგილი). თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა
და არაპრესტიჟულობაზე. აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს,
ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები...
თამბაქოს
მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს
ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას მოზრდილების 90 % თამბაქოსა და მისი
ნაწარმის მოხმარებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს. თამბაქოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს,
ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც კოკაინს ან ჰეროინს. დროთა განმავლობაში ადამიანის
ორგანიზმი ნიკოტინზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება. მრავალრიცხოვანმა
კვლევებმა ცხადყო, რომ მწეველი ახალგაზრდები მიდრეკილნი არიან ნარკოტიკული საშუალებების
მოხმარებისკენაც. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, აქვთ თუ არა თქვენს ბავშვებს ინფორმაცია
თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე. მშობლებმა უნდა იზრუნონ შვილებზე და მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მწეველობასთან დაკავშირებული
რისკების შესახებ, რათა დაიცვან ისინი ამ მავნე ჩვევისაგან. მშობლები ბავშვებს თამბაქოს
მოხმარების მავნებლობაზე მათი ასაკის შესაფერისად და გასაგებად უნდა ესაუბრონ, დააკავოთ
ისინი ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით, რათა დრო არ დარჩეთ აყვნენ თანატოლების მავნე
ჩვევებს. აუხსენით ბავშვებს სიგარეტის რეკლამების მოჩვენებითი მომხიბვლელობის შესახებ
გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა დაასწროთ თქვენი შვილები თამბაქოსაგან თავისუფალ ღონისძიებებს
მწეველობის მავნებლობასა და არაპრესტიჟულობაზე ბავშვებს უნდა ესაუბროს ორივე მშობელი
(მწეველობის მიუხედავად) ყველაზე კარგია მშობელი არ ეწეოდეს ან შეწყვიტოს! უთხარით
თქვენს შვილებს მხოლოდ სიმართლე!

No comments:
Post a Comment