ინტერვიუ მწეველთან

ინტერვიუ თამბაქოს მოხმარებაზე :
                      გამარჯობა!
                      გამარჯობა!
                      თუ შეილება რამდენიმე კითხვას დაგისვავთ თამბაქოსთან დაკავშირებით...
                      გისმენთ...
                      თქვენი აზრით მავნებელია თუ არა თამბაქო და რატომ?
                      მავნებელია რადგან როგორც მე ვიცი ის შეიცავს ნიკოტინს რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა და ასევე სხვა საშიშ ნივთიერებებს.
                      თქვენ ხართ თამბაქოს მომხმარებელი?
                      აღარ, ადრე ვიყავი...  შემდეგ ჯანმრთელობაზე შემექმნა პრობლემები და ექიმმა ამიკრძალა მისი გამოყენება, როდესაც მე გავეცანი მის შედგენილობას კატეგორიული უარი ვთქვი მასზე, მანამდე სიამოვნებას მანიჭებდა.
                      რამდენი ხანია რაც შეწყვიტეთ მისი გამოყენება?
                      დაახლოებით 4 წელი იქნება.
                      რაიმე შედეგს თუ გრძნობთ?
                      დიახ, ჩემი ჯამრთელობა გაუმჯობესდა, მეც მსუბუქათ ვგძნობ თავს და რაც მთავარია ფილტვები აღარ მაწუხებს...
                      ძალიან კარგი მიხარია!  რას ფიქრობთ უნდა იყენებდნენ თუ არა ახალგაზრდები ან ზოგადად ადამიანები?
                      რათქმაუნდა არა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ, ჯერ არ იციან რა მავნებელია მათთვის ეს, გაუცნობიერად აკეთებენ, ისინე ჯერ მოზარდობის ასაკში არიან და პრობლემა ექმნება მათ ორგანიზმს და ჯანმრთელობას. ასევე ზრდასრულებიც, ყველა უნდა გაუფრთხილდეც სიცოცხლეს...
                      რას მოუწოდებთ ადამიანებს?
                      ყველას მოვუწოდებ რომ უგუნურად არ მოიქცნენ და თავს გაუფრთხილდნენ! რადგან სიცოცხლე მნიშვნელოვანია...
თქვენი აზრით უნდა იყოს თამბაქო გაყიდვაში?
                      ჩემი ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე არა, ეს ბიზნესია მხოლოდ, არადა კოლოფსაც აწერია  ,,მოწევა კლავს“ ასე რომ...
                      ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.

                      ჩემთვისაც.

No comments:

Post a Comment