პასიური მოწევა – მოწევა რომ მავნებელია, ამას მტკიცება აღარ სჭირდება, თუმცა ბევრი მწეველი არ ითვალისწინებს, რომ მოწევით არა მარტო საკუთარ თავს აყენებს ზიანს, არამედ მის გარშემო მყოფებსაც აზარალებს.
რატომ არის “მეორადი კვამლი” სახიფათო?
სიგარეტის “მეორადი კვამლი” შეიცავს 4 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, წყალბადის ციანიდს (გაზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს) 160-ჯერ მეტი რაოდენობით, რა რაოდენობაც მიჩნეულია სახიფათოდ.
შეიცავს იგივე რაოდენობის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რასაც ჩაისუნთქავს თვით მწეველი. ოთახის განიავება, ან ვენტილაცია ვერ დაგიცავთ “მეორადი კვამლისგან”. სიგარეტის კვამლი დიდხანს რჩება გარემოში (ჰაერში, ტანსაცმელსა და თმაზე) და ინარჩუნებს ტოქსიკურობას.

ეს ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ჭეშმარიტებას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, როდესაც მოწევას დააპირებთ, წამით დაფიქრდით იმ საფრთხეზე, რასაც უქმნით თქვენ გარშემომყოფთ.
სიგარეტის პასიური მოწევისგან 2010 წელს 600 000 ადამიანი დაიღუპა მსოფლიოს მასშტაბით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 192 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევით, პასიური მოწევა ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვებისთვის იწვევს. პასიური მწეველები, ანუ არამწეველები თამბაქოს კვამლის შესუნთქვის შედეგად იმავე დაავადებებით ავადდებიან, რითაც მწეველები.

გარდა იმ ფიზიკური ზიანისა, რასაც სიგარეტის მოწევით იღებს ადამიანი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ჩვენს სულსაც ვაზარალებთ. მოწევა დიდ ცოდვად ითვლება და სიგარეტი ეშმაკის საკმევლადაა მიჩნეული.
No comments:
Post a Comment